1. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს.
2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.
3. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის დასკვნების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3106
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
- 05.07.2018 კანონი №3106
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სამიაგენისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამთ ისად იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე დღისა სამიაგენისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების,ა და მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 3. სამიაგენისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამი დასკვნებისა და სტრატეგიული დო, კუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგისამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სამიაგენისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნგრეთვე სკოპიშნულგის დოასკუმევნტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სამიაგენისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპაღნიშნგულის დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სამიაგენისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.