სგშ-ის ეტაპებია:
ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა;
ბ) ამ კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა;
გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად;
დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად;
ვ) საზოგადოების მონაწილეობა;
ზ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად რეკომენდაციების გაცემა.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3106
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.03.2022 კანონი №1445
- 05.07.2018 კანონი №3106
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. სგშ-ის ეტაპები სგშ-ის ეტაპებია: ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სამიაგენისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა; ბ) ამ კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად; ვ) საზოგადოების მონაწილეობა; ზ) სამიაგენისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად რეკომენდაციების გაცემა.