1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია:

ა) სკრინინგის განცხადებაში ან სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ;

ბ) გზშ-ის ანგარიშში ან სგშ-ის ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება;

გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) საჯარო განხილვის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო თარგმნა;

ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;

ვ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის სკოპინგის ანგარიშში, გზშ-ის ანგარიშში, სგშ-ის ანგარიშში ან/და სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინება.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ნებისმიერ ეტაპზე.

3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022