1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;
ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;
გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე.
2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ.
3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო.
4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.
5. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა და სტრატეგიული დოკუმენტი 1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე. 2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ. 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სამიაგენისტრო. 4. სამიაგენისტრო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით. 5. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები.