თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:

i) არსებობდეს კვალიფიციური კადრები, აუცილებელი უსაფრთხოების დარგში საქმიანობის განხორციელებისათვის გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;

ii) სახეზე იყოს საკმარისი ფინანსური რესურსები გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში და ექსპლუატაციიდან მოსახსნელად;

iii) გათვალისწინებულ იქნეს ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს უწყებრივი კონტროლისა და დაკვირვების შესაბამისი ზომები აუცილებლად აღიარებული ვადის მანძილზე დასამარხი დანადგარის დახურვის შემდგო