თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) შენარჩუნდეს სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლებიც ეხება მითითებული დანადგარის ადგილმდებარეობას, კონსტრუქციას და შემცველობას, რასაც მოითხოვს მარეგულირებელი ორგანო;
ii) საჭიროების შემთხვევაში ხორციელდებოდეს აქტიური ან პასიური უწყებრივი კონტროლი, ისეთი როგორიცაა მონიტორინგი ან დაშვების შეზღუდვა; და
iii) თუ აქტიური უწყებრივი კონტროლის განხორციელების რაიმე პერიოდში აღმოჩენილია რადიოაქტიური მასალების დაუგეგმავი გამოყრა გარემოში, მიიღებოდეს ჩარევის ზომები, როცა ეს აუცილებელია.