1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო შემოთავაზებული დანადგარის მიმართ დადგინდეს და ხორციელდებოდეს ქვემოთ მითითებული პროცედურები:
i) ყველა შესაბამისი ფაქტორის შეფასება, რომელიც შესაბამისად ეხება მოედანს და რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ასეთი დანადგარის უსაფრთხოებაზე მისი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, ასევე დახურვის შემდგომ დამარხვისათვის საჭირო დანადგარს;
ii) ასეთი დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შეფასება ცალკეულ პირთა, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს უსაფრთხოებაზე მოედნების მდგომარეობის შესაძლო ცვლილებათა გათვალისწინებით დასამარხი დანადგარებითურთ მათი დახურვის შემდგომ;
iii) საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის მიწოდება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების შესახებ;
iv) კონსულტაციების ჩატარება ხელშემკვრელ მხარეებთან, რომლებიც მდებარეობენ ასეთი დანადგარის მახლობლად, იმდენად, რამდენადაც არსებობს იმის ვარაუდი, რომ მათ შეიძლება განიცადონ ამ დანადგარის ზემოქმედება და მათთვის, მათივე მოთხოვნით, მონაცემთა მიწოდება დანადგარის შესახებ, რაც აუცილებელია მათთვის ამ დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შესაფასებლად თავიანთი ტერიტორიის უსაფრთხოებაზე.
2. მოქმედებს რა ამგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ასეთი დანადგარები არ ახდენდნენ მიუღებელ ზემოქმედებას სხვა ხელშემკვრელ მხარეებზე, მოედნის არჩევის გზით უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია მე-11 მუხლი