თითოეული ხელშემკვრელი მხარე დროულად იღებს შესაბამის ზომებს, რათა განიხილოს:

i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო ნებისმიერი დანადგარის უსაფრთხოება, რომელიც არსებობს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მომენტში ამ ხელშემკვრელი მხარისათვის, და იმის უზრუნველსაყოფად, რათა საჭიროების შემთხვევაში შესრულდეს პრაქტიკაში ყველა გონივრულად განხორციელებადი გაუმჯობესება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით;

ii) წარსულში პრაქტიკული საქმიანობის შედეგები იმ მიზნით, რათა განისაზღვროს რაიმე ჩარევის აუცილებლობა რადიაციული დაცვის მიზეზით, იმის გათვალისწინებით, რომ მავნე ზემოქმედების შემცირება დოზით შემცირების შედეგად საკმარისი უნდა იყოს ზიანისა და დანაკარგების დასასაბუთებლად, მათ შორის სოციალური დანაკარგებისა, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ ჩარევასთა