თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისას გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი ზომები შესაძლო რადიოლოგიური ზემოქმედების შესაზღუდად ცალკეულ პირებზე, მთლიანად საზოგადოებასა და გარემოზე, მათ შორის გამოტყორცნებისა და არაკონტროლირებადი გამოსროლებისას;
ii) დაპროექტების სტადიაზე მხედველობაში მიღებულ იქნეს კონცეპტუალური გეგმები და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური წესდებები გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნასთან მიმართებით;
iii) ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისათვის, დადასტურებულ იქნენ ცდით, გამოცდით ან ანალიზი