თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის ყველა სტადიაზე ხორციელდებოდეს ცალკეული პირების, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს სათანადო დაცვა რადიოლოგიური რისკებისგან.
ამასთან, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს, რათა:
i) უზრუნველყოს სათანადო ყურადღება კრიტიკულობისა და ნარჩენი სითბოს არინების საკითხებისადმი, რომელიც წარმოიშობა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისას;
ii) უზრუნველყოს, რათა რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნა, რაც დაკავშირებულია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობასთან, ნარჩუნდებოდეს მინიმალური პრაქტიკულად მიღწევად დონეზე, რომელიც შეესაბამება მიღებულ პოლიტიკას საწვავი ციკლის დარგში;
iii) გაითვალისწინოს სხვადასხვა სტადიების ურთიერთდამოკიდებულება გამოყენებულ საწვავათან მოპყრობისას;
iv) გაითვალისწინოს ცალკეული პირების, მთლიანად საზოგადოების და გარემოს ეფექტური დაცვა ეროვნულ დონეზე დაცვის სათანადო მეთოდების გამოყენებით, რომლებსაც ამტკიცებს მარეგულირებელი ორგანო, თავისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მოწონებულ კრიტერიუმებსა და ნორმებს;
v) გაითვალისწინოს ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა რისკები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გამოყენებული საწვავის მოპყრობასთან;
vi) ესწრაფვოდეს ისეთი ქმედებების თავიდან აცილებას, რომელთაც გააჩნიათ დასაბუთებულად წინასწარმეტყველებადი შედეგები მომავალი თაობებისათვის, უფრო სერიოზულნი, ვიდრე ისინი, რომლებიც დაიშვება დღევანდელი თაობის მიმართ;
vii) არ დააკისრონ მეტისმეტი ტვირთი მომავალ თაობებ