1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისადმი, რომელიც წარმოიქმნება სამოქალაქო ბირთვული რეაქტორების ექსპლუატაციის შედეგად, გამოყენებული საწვავი, რომელიც მდებარეობს გადამამუშავებელ დანადგარზე დამუშავებითი საქმიანობის ფარგლებში, არ შედის წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელი მხარე აცხადებს, რომ გადამუშავება წარმოადგენს გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის ნაწილს.

2. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ასევე რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისადმი იმ შემთხვევებში, როდესაც რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება სამოქალაქო საქმიანობის შედეგად. თუმცა წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება ნარჩენებისადმი, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ბუნებრივ რადიოაქტიურ ნივთიერებებს და არ წარმოიქმნება ბირთვული საწვავის ციკლში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხმარებიდან ამოღებულ დახურულ წყაროს, ანდა როცა წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ხელშემკვრელი მხარე აცხადებს მათ რადიოაქტიურ ნარჩენებად.

3. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისადმი სამხედრო ან თავდაცვითი პროგრამების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციის მიზნებისათვის ხელშემკვრელი მხარე აცხადებს მათ გამოყენებულ საწვავად ან რადიოაქტიურ ნარჩენებად, რომლებიც წარმოიქმნება სამხედრო ან თავდაცვითი პროგრამების განხორციელების შედეგად იმ შემთხვევებში, თუკი და როდესაც ასეთი მასალები საბოლოოდ გადაეცემა სამოქალაქო პროგრამებს და მათთან მოპყრობა ხდება მხოლოდ ასეთი პროგრამების ფარგლებში.

4. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ასევე ჩამოყრის მიმართ, როგორც ეს გათვალისწინებულია მუხლებში 4,7,11,14,24 და 26.

თავი 2. გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოე