თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ყველა სტადიაზე განხორციელდეს ცალკეულ პირთა, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს სათანადო დაცვა რადიოლოგიური და სხვა სახის რისკებისაგან.
ამასთან, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს, რათა:
i) უზრუნველყონ სათანადო ყურადღება კრიტიკულობისა და ნარჩენი სითბოს არინების საკითხებისადმი, რომელიც წარმოიშობა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისას;
ii) უზრუნველყონ, რომ რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნა შენარჩუნდეს მინიმალურ პრაქტიკულად მიღწევად დონეზე;
iii) გაითვალისწინონ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სხვადასხვა სტადიების ურთიერთდამოკიდებულება;
iv) გაითვალისწინონ ცალკეულ პირთა, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს ეფექტური დაცვა ეროვნულ დონეზე დაცვის შესაბამისი მეთოდების გამოყენების გზით, რაც დამტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ, თავისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მოწონებულ კრიტერიუმებსა და ნორმებს;
v) გაითვალისწინონ ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა რისკები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს რადიოაქტიურ ნარჩენებთან;
vi) ესწრაფვოდნენ ისეთი ქმედებების თავიდან აცილებას, რომლებსაც გააჩნიათ დასაბუთებულად წინასწარმეტყველებადი შედეგები მომავალი თაობებისათვის, უფრო სერიოზულნი, ვიდრე ისინი, რომლებიც დაიშვება დღევანდელი თაობის მიმართ;
vii) არ დააკისრონ მეტისმეტი ტვირთი მომავალ თაობა