თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის აგების დაწყებამდე ჩატარდეს უსაფრთხოების სისტემური შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც შეესატყვისება დანადგართან დაკავშირებულ რისკს, და მოიცავს მთელს მის საექსპლუატაციო ვადას;
ii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის დაწყებამდე მომზადდეს უსაფრთხოების შეფასებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის განახლებული და დაწვრილებითი ვარიანტები იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აუცილებელი იქნება i) პუნქტში ხსენებული შეფასებების შევსებ