1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის განკუთვნილი შემოთავაზებული დანადგარის მიმართ დადგინდეს და ხორციელდებოდეს ქვემოთ მითითებული პროცედურები:

i) ყველა შესაბამისი ფაქტორის შეფასება, რომელიც ეხება მოედანს, რომელსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ასეთი დანადგარის უსაფრთხოებაზე მისი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში;

ii) ასეთი დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შეფასება ცალკეული პირების, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს უსაფრთხოებაზე;

iii) საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის მიწოდება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების შესახებ;

iv) კონსულტაციების ჩატარება ხელშემკვრელ მხარეებთან, რომლებიც მდებარეობენ ასეთი დანადგარის მახლობლად, იმდენად, რამდენადაც არსებობს იმის ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი დანადგარის ზემოქმედების ქვეშ, და მათთვის, მათივე მოთხოვნით, ზოგადი მონაცემების მიწოდება დანადგარის შესახებ, რაც აუცილებელია მათთვის ამ დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შესაფასებლად მათი ტერიტორიის უსაფრთხოებაზე.

2. მოქმედებს რა ამგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა დანადგარები არ ახდენდნენ მიუღებელ ზემოქმედებას სხვა ხელშემკვრელ მხარეებზე, მოედნის არჩევის გზით უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს მე-4 მუხლ