პრეამბულა
ხელშემკვრელი მხარეები
i) აღიარებენ რა, რომ ბირთვული რეაქტორების ექსპლუატაცია დაკავშირებულია გამოყენებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისათვის და რომ ბირთვული ტექნოლოგიების სხვაგვარი გამოყენება ასევე დაკავშირებულია რადიოაქტიურ ნარჩენთა წარმოქმნასთან;
ii) აღიარებენ რა, რომ უსაფრთხოების ერთი და იგივე მიზნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გამოყენებული საწვავის, ასევე რადიოაქტიურ ნარჩენთა მიმართ;
iii) ადასტურებენ რა საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის რაციონალური პრაქტიკული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დიდ მნიშვნელობას გამოყენებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
iv) აღიარებენ რა საზოგადოების ინფორმირების დიდ მნიშვნელობას იმ საკითხებში, რომლებიც ეხება გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებას;
v) სურთ რ ხელი შეუწყონ ბირთვული უსაფრთხოების ეფექტურ კულტურას მთელ მსოფლიოში;
vi) ადასტურებენ რა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა გამოყენებულ საწვავსა და ბირთვულ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისათვის ეკისრება სახელმწიფოს;
vii) აღიარებენ რა, რომ საწვავის ციკლის დარგში პოლიტიკის განსაზღვრა რჩება სახელმწიფოს პრეროგატივად, ასევე მას, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გამოყენებულ საწვავს თვლის ძვირფას რესურსად, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს, ხოლო სხვები არჩევენ მის ჩამარხვას;
viii) აღიარებენ რა, რომ მოპყრობა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან, რომლებზედაც არ ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, რამდენადაც ისინი იმყიფებიან სამხედრო და თავდაცვითი პროგრამების ფარგლებში, უნდა ხორციელდებოდეს წინამდებარე კონვენციით აღიარებული მიზნების შესაბამისად;
ix) ადასტურებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების საფუძველზე და წინამდებარე მასტიმულირებელი კონვენციის საფუძველზე;
x) აცნობიერებენ რა განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებგანვითარებული ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების მოთხოვნილებებს, ასევე მოთხოვნილებას, ხელი შეეწყოს მათი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაში დახმარების არსებული მექანიზმების ფუნქციონირებას, რომლებიც გადმოცემულია წინამდებარე მასტიმულირებულ კონვენციაში;
xi) დარწმუნებულნი არიან რა, რომ რადიაქტიური ნარჩენების ჩამარხვა, რამდენადაც ეს შეთავსებადია ასეთ მასალასთან უსაფრთხო მოპყრობისადმი, უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფოში, სადაც ისინი წარმოიქმნა, ამასთან იმის აღიარებით, რომ ზოგიერთი გარემოებისას გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან უსაფრთხო და ეფექტურ მოპყრობას შეიძლება ხელი შეუწყოს შეთანხმებებმა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ერთ-ერთი მათგანის დანადგარების გამოყენების შესახებ მეორის ინტერესებისათვის, კერძოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ნარჩენები წარმოიქმნება ერთობლივი პროექტების განხორციელების შემდეგ;
xii) აღიარებენ რა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, აკრძალოს თავის ტერიტორიაზე უცხოური გამოყენებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი;
xiii) იღებენ რა მხედველობაში კონვენციას ბირთვული უსაფრთხოების შესახებ (1994 წელი), კონვენციის ბირთვული ავარიის შესახებ ოპერატიული შეტყობინების თაობაზე (1986 წელი), კონვენციას დახმარების შესახებ ბირთვული ავარიისა ან რადიაციული საავარიო სიტუაციის შემთხვევაში (1986 წელი), კონვენციას ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ (1980 წელი), კონვენციას ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ ჩამდინარე ნარჩენებისაგან და სხვა მასალებისაგან მასში შეტანილი ცვლილებებითურთ (1994 წელი), და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებს;
xiv) მხედველობაში იღებენ რა პრინციპებს, რომელთაც შეიცავს ,,უსაფრთხოების საერთაშორისო ძირითადი ნორმები იონიზირებადი გამოსხვისებისაგან თავდასაცავად და გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის შესახებ’’ (1996 წელი), МАГАТЭ-ს დოკუმენტში უსაფრთხოების საფუძვლების თაობაზე, სათაურით ,,რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის პრინციპები’’ (1995 წელი), და არსებულ საერთაშორისო ნორმებში, რომლებიც ეხება რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის უსაფრთხოებას;
xv) მიუთითებენ რა გაეროს რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების შესახებ 1992 წლის კონფერენციის ,,21-ე საუკუნის დღის წესრიგის’’ 22-ე თავზე, სადაც კვლავ დასტურდება რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო და ეკოლოგიურად დასაბუთებული მოშორების პირველხარისხოვანი მნიშვნელობა;
xvi) აღიარებენ რა საერთაშორისო კონტროლის სისტემის განმტკიცების სასურველობას, რომელიც უშუალოდ გამოიყენება რადიოაქტიური მასალების მიმართ, როგორც ამის შესახებ საუბარია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ მოშორებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის (1989 წელი) 1 (3) მუხლში;
შეთანხმდნენ შემდეგზე: