თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ლიცენზია ეფუძნებოდეს შესაბამის შეფასებებს, რაზედაც საუბარია მე-8 მუხლში და დამოკიდებული იყოს ექსპლუატაციაში შეყვანის პროგრამის დასრულებაზე, რომელიც ადასტურებს, რომ აგებული დანადგარი შეესაბამება პროექტს და პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ii) დადგინდეს და საჭიროების მიხედვით გადაიხედოს საექსპლუატაციო ზღვრები და პირობები, რომლებიც განისაზღვრება გამოცდების, საექსპლუატაციო გამოცდილებისა და შეფასებების საფუძველზე, რაზედაც საუბარია მე-8 მუხლში;
iii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარების ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება, კონტროლი, ინსპექტირება და გამოცდები ხორციელდებოდეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
iv) საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა დარგში აღმოჩენილ იქნეს გამოყენებულ საწვავათან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;
v) ლიცენზიის მფლობელმა დროულად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინციდენტების შესახებ;
vi) შემუშავდეს შესაბამისი ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის, პროგრამები ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ და შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მიღებულ იქნეს ზომები;
vii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის გეგმები მზადდებოდეს და საჭიროების მიხედვით ახლდებოდეს ინფორმაციის გამოყენებასთან ერთად, რომელიც მიიღება ამ დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, და რათა ისინი განიხილებოდეს მარეგულირებელი ორგანოს მიე