თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისას გათვალისწინებულ იქნეს შესაბამის ზომები შესაძლო რადიოლოგიური ზემოქმედების შესაზღუდად ცალკეულ პირებზე, მთლიანად საზოგადობაზე და გარემოზე, მათ შორის ჩამოყრებისა და არაკონტროლირებადი გამოსროლების შედეგად;
ii) დაპროექტების სტადიაზე მხედველობაში იქნეს მიღებული კონცეპტუალური გეგმები და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დებულებები რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის მიმართ, სხვაგვარის, ვიდრე დასამარხი დანადგარია;
iii) დაპროექტების სტადიაზე მომზადდეს ტექნიკური დებულებები დასამარხი დანადგარის დასახურად;
iv) ტექნოლოგიები, გამოყენებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისას, დადასტურებულ იქნეს ცდით, გამოცდებით ან ანალიზი