1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ქმნის და ინარჩუნებს საკანონმდებლო და მარეგულირებელ საფუძველს გამოყენებულ საწვავთა და რადიოაქტიულ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. ეს საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძველი ითვალისწინებს:

i) შესაბამისი ეროვნული მოთხოვნების შემოღებას უსაფრთხოებისა და მარეგულირებელ დებულებათა მიმართ რადიაციული უსაფრთხოების დარგში;

ii) გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სფეროში საქმიანობისა და ლიცენზირების სისტემას;

iii) გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის აკრძალვის სისტემას ლიცენზიის გარეშე;

iv) შესაბამისი უწყებრივი და მარეგულირებელი კონტროლისა და, ასევე, დოკუმენტაციისა და ანგარიშვალდებულების სისტემას;

v) იძულებით ზომებს მოქმედი მარეგულირებელი დებულებებისა და ლიცენზიათა პირობების შესასრულებლად;

vi) იმ ორგანოთა ვალდებულებების ზუსტ განაწილებას, რომლებიც დაკავებულნი არიან გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სხვადასხვა სტადიით;

3. რადიოაქტიური მასალების, როგორც რადიოაქტიური ნარჩენებისადმი რეგულირების გამოყენების შესახებ საკითხის განხილვისას ხელშემკვრელი მხარეები სათანადოდ ითვალისწინებენ წინამდებარე კონვენციის მიზნებ