მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება;
ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება;
თ) ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და წარმოება;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი;
ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის;
მ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის;
ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა;
ს) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ტ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული;
უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა;
ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ფ1) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა;
ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4456 – ვებგვერდი, 02.10.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.09.2024 კანონი №4456
წინა რედაქცია (06.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება; თ) ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა; ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და წარმოება; კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი; ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის; მ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის; ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ო) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა; ს) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება; ტ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული; უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა; ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ფ1) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა; ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება.