1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების მხარდაჭერა;
დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა;
ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობ