თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:

i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის აგების დაწყებამდე ჩატარდეს უსაფრთხოების სისტემური შეფასება ეკოლოგიური ექსპერტიზა, შესატყვისი რისკისადმი, რომელიც უკავშირდება დანადგარს, რაც მოიცავს მის საექსპლუატაციო ვადას;

ii) გარდა ამისა, დასამარხი დანადგარის აგების დაწყებამდე ჩატარდეს უსაფრთხოების სისტემური შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზა დახურვის შემდგომი პერიოდისათვის, ასევე შედეგების შეფასება მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე;

iii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის დაწყებამდე მომზადდეს უსაფრთხოების შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზის განახლებული და დაწვრილებითი ვარიანტები იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აუცილებლად იქნება აღიარებული შეივსოს i) პუნქტში ხსენებული შეფასებებ