1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აფუძნებს ან ნიშნავს მარეგულირებელ ორგანოს, რომელსაც ეკისრება მე-19 მუხლში ხსენებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის რეალიზება, რომელსაც ენიჭება სათანადო უფლებამოსილება, კომპეტენცია და უზრუნველყოფა ფინანსური და ადამიანური რესურსებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საკუთარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის შესაბამისად ღებულობს შესაბამის ზომებს მარეგულირებელი ფუნქციის ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სხვა ფუნქციებისაგან იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზაციები დაკავებულნი არიან როგორც გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობით, ისე მათდამი რეგულირების გამოყენები