1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ მასალებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში:
i) მოსახლეობისა და პერსონალის რადიაციული დასხივება, რომელსაც იწვევს დანადგარი, შენარჩუნდეს გონივრულად მიღწევად დაბალ დონეზე ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით;
ii) არცერთმა ადამიანმა ნორმალურ პირობებში არ მიიღოს დასხვისების დოზა, რომელიც აღემატება დადგენილ ეროვნულ დოზურ ზღვრებს, რომლებიც სათანადოდ ითვალისწინებენ საერთაშორისო დონეზე მოწონებულ ნორმებს რადიაციული დაცვის სფეროში; და
iii) მიღებულ იქნეს ზომები გარემოში რადიოაქტიური მასალების დაუგეგმავი და უკონტროლო გამოსროლის თავიდან ასაცილებლად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოტყორცნები შემოიფარგლებოდეს:
i) რადიაციული დასხვისების გონივრულად მიღწევად დონეზე შენარჩუნებით ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით; და
ii) იმგვარად, რომ არცერთმა ადამიანმა ნორმალურ პირობებში არ მიიღოს დასხივების დოზა, რომელიც აღემატება დადგენილ ეროვნულ დოზურ ზღვრებს, რომლებიც სათანადოდ ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მოწონებულ ნორმებს რადიაციული დაცვის სფეროში.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ბირთვული დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, რომლის მიმართაც გამოიყენება რეგულირება, რადიოაქტიური მასალების გარემოში დაუგეგმავი ან უკონტროლო გამოტყორცნის შემთხვევაში მიღებულ იქნეს შესაბამისი მაკორექტირებული ზომები გამოტყორცნისადმი კონტროლის მიზნით და მისიშედეგების შესარბილებლა