1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რათა ძირითადი პასუხისმგებლობა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისათვის დაეკისროს შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს და ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა თითოეული ასეთი ლიცენზიის მფლობელი ასრულებდეს თავის ვალდებულებებს.

2. თუ ასეთი ლიცენზიის მფლობელი ან სხვა პასუხისმგებელი მხარე ადგილზე არ იმყოფება, პასუხისგება ეკისრება იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ფლობს იურისდიქციას გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენებისადმ