თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ლიცენზია ეფუძნებოდეს შესაბამის შეფასებებს, რაზედაც საუბარია მე-15 მუხლში და დამოკიდებული იყოს ექსპლუატაციაში შეყვანის პროგრამის დასრულებაზე, რაც ადასტურებს, რომ აგებული დანადგარი შეესატყვისება პროექტს და პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ii) დადგინდეს და საჭიროებისდა მიხედვით გადაიხედებოდეს საექსპლუატაციო ზღვრები და პირობები, განსაზღვრულნი გამოცდების, საექსპლუატაციო გამოცდილებისა და შეფასებების საფუძველზე, რაზედაც საუბარია მე-15 მუხლში;
iii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება, კონტროლი, ინსპექტირება და გამოცდა ხორციელდებოდეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად. დასამარხი დანადგარის შემთხვევაში ამგვარი გზით მიღებული შედეგები გამოიყენება გაკეთებული დაშვებების დასაბუთებულობის შესამოწმებლად და განსახილველად და შეფასებათა განსაახლებლად, რომლებზედაც საუბარია მე-15 მუხლში, დახურვის შემდგომი პერიოდისათვის;
iv) საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა დარგში აღმოჩენილ იქნეს რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;
v) გამოიყენებოდეს პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლებს და ასევე ახდენს მათ დახარისხებას;
vi) ლიცენზიის მფლობელი დროულად აცნობებს მარეგულირებელ ორგანოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინციდენტების შესახებ;
vii) შემუშავდეს შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროგრამები საექსპლუატაციო გამოცდილების შესახებ და შედეგებისადმი საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს ზომები;
viii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის გეგმები, სხვაგვარის, ვიდრე დასამარხი დანადგარია, მზადდებოდეს და საჭიროებისდა მიხედვით ექვემდებარებოდეს განახლებას იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მიიღება ამ დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში და რათა ისინი განიხილებოდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ;
ix) დასამარხი დანადგარის დახურვის გეგმები მზადდებოდეს და საჭიროებისდა მიხედვით ახლდებოდეს იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მიიღება ამ დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში და რათა ისინი განიხილებოდნენ მარეგულირებელი ორგანოს მიე