1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რათა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის დაწყებამდე და მის განმავლობაში არსებობდეს შესაბამის ავარიულ ღონისძიებათა გეგმები მოედანზე და, თუ აუცილებელია, მოედნის ფარგლებს გარეთაც. ასეთ ავარიულ ღონისძიებათა გეგმების შემოწმება უნდა ხდებოდეს იმდენად ხშირად, რამდენადაც ეს საჭიროა.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს ავარიულ ღონისძიებათა მოქმედების გეგმების მოსამზადებლად და შესამოწმებლად თავის ტერიტორიაზე იმდენად, რამდენადაც არსებობს იმის ალბათობა, რომ მან შეიძლება განიცადოს ზემოქმედება რადიაციული საავარიო სიტუაციისას გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარზე, რომელიც იმყოფება მის ტერიტორიაზ