1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების დაგეგმვისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული ბირთვული და რადიაციული ვითარების ანალიზი და პოტენციური საფრთხეების განსაზღვრა ბირთვული და რადიაციული საქმიანობების, დანადგარებისა და ობიექტების გათვალისწინებით.
2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების დაგეგმვისას გამოყენებული უნდა იქნეს დიფერენცირებული მიდგომა პოტენციური საფრთხის შეფასების საფუძველზე.
3. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ავარიული მზადყოფნის კატეგორიები მოცემულია დანართ 2-ში – „ავარიული მზადყოფნის კატეგორიები