1.  ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია  „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულებზე.

3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება უცხო ქვეყანაში განვითარებული ბირთვული ავარიის საქართველოსათვის შესაძლო ან/და დამდგარი ტრანსსასაზღვრო შედეგების შემთხვევაშ