1. გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია:
ა) მშვიდობიანობის დროს ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნა;
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში, ოპერატიული, კონტროლირებადი, კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირება.
2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა, შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი:
ა) ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებასთან, მზადყოფნასთან, რეაგირებასა და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემდგომ აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოებისა და პირების ფუნქციებისა და მოვალეობების მკვეთრად განსაზღვრისა და განაწილებისათვის;
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, შედეგების მიტიგაციის, რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისათვის;
გ) რეაგირებისა და ლიკვიდაციის მიზნით, ეროვნული რესურსების განსაზღვრისათვი