1. ხელშემკვრელ მხარეთა მოსამზადებელი თათბირი ტარდება არაუგვიანეს ექვსი თვისა, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ.

2. ამ თათბირზე ხელშემკვრელი მხარეები:

i) განსაზღვრავენ პირველი თათბირის ჩატარების ვადას განხილვის შესახებ, რაზედაც საუბარია 30-ე მუხლში. განხილვის თაობაზე ხსენებული თათბირი ტარდება რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს ოცდაათი თვისა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ;

ii) კონსენსუსის საფუძველზე იღებენ და მოამზადებენ საპროცედურო და საფინანსო წესებს;

iii) კერძოდ და საპროცედურო წესების თანახმად განსაზღვრავენ:

a) სახელმძღვანელო პრინციპებს ეროვნულ მოხსენებათა ფორმისა და სტრუქტურის მიმართ, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს 32-ე მუხლის აღსრულების მიზნით;

b) ასეთი მოხსენებების წარდგენის თარიღს;

c) ასეთ მოხსენებათა განხილვის პროცესს.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ინტეგრაციული თუ სხვა ხასიათის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლებიც ახდენენ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას, მოწონებას, უერთდებიან მას თუ ადასტურებენ, და რომელთათვისაც კონვენცია ძალაში ჯერ კიდევ არ შესულა, შეუძლია დაესწროს მოსამზადებელ თათბირს, თითქოსდა ისინი წინამდებარე კონვენციის მხარეები ყოფილიყვნე