1. 30-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარუდგენს ეროვნულ მოხსენებას ხელშემკვრელ მხარეთა ყოველ თათბირს განხილვის შესახებ. ამ მოხსენებაში განიხილება ზომები, რომლებიც მიიღება თითოეული ვალდებულების განსახორციელებლად, რომელიც დაკანონებულია კონვენციით. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოხსენებაში განიხილება მისი:
i) პოლიტიკა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის დარგში;
ii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის პრაქტიკა;
iii) პოლიტიკა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის დარგში;
iv) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის პრაქტიკა;
v) კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება რადიოაქტიურ ნარჩენთა კლასიფიკაციისა და განსაზღვრისათვის.
2. მითითებული მოხსენება ასევე შეიცავს:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, მათ ადგილმდებარეობას, ძირითად დანიშნულებას და უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს;
ii) გამოყენებული საწვავის საინვენტარო ნუსხას, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, რომელიც ინახება საცავში და რომელიც დამარხულ იქნა. ეს საინვენტარო ნუსხა შეიცავს მასალის აღწერას, მასში მოყვანილია ინფორმაცია, თუკი ასეთი არსებობს, მისი მასისა და აქტივობის საერთო დონის შესახებ;
iii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარების ჩამონათვალს, რომლებიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, მათ ადგილმდებარეობას, ძირითად დანიშნულებას და უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს;
iv) რადიოაქტიურ ნარჩენთა საინვენტარო ნუსხას, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, რომლებიც:
a) ინახება საცავებში რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარებზე და ბირთვული საწვავი ციკლის დანადგარებზე;
b) დამარხულ იქნა; ან
c) წარმოადგენენ წარსულში პრაქტიკული საქმიანობის შედეგს. ეს საინვენტარო ნუსხა შეიცავს მასალების აღწერას და სხვა შესაბამის ინფორმაციას, ისეთს, როგორიცაა ინფორმაცია მოცულობისა და მასის, აქტივობისა და კონკრეტული რადიონუკლიდების შესახებ;
v) ბირთვული დანადგარების ჩამონათვალს, რომელიც იმყოფება ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესში ხსენებულ დანადგარებზ