წინამდებარე კონვენციას გააჩნია შემდეგი მიზნები:
i) მიაღწიონ და შეინარჩუნოს გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების მაღალი დონე მთელ მსოფლიოში ეროვნული ზომებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების გზით, მათ შორის შესაბამის შემთხვევებში – ტექნიკური თანამშრომლობისა უშიშროების დარგში;
ii) უზრუნველყოს, რათა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ყველა სტადიაზე არსებობდეს პოტენციური საფრთხისაგან დაცვის ეფექტური საშუალებები, რათა დაცულ იქნენ ცალკეული პირები, მთლიანად საზოგადოება და გარემო იონიზირებადი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ახლაც და მომავალშიც, ისე რომ დღევანდელი თაობის საჭიროებები და მოლოდინები დაკმაყოფილდეს მომავალი თაობების შესაძლებლობისათვის, დაიკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები და მოლოდინები, ზიანის მიუყენებლად;
iii) თავიდან აიცილონ ავარიები რადიოლოგიური შედეგებით და შეარბილონ მათი შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ნებისმიერ სტადიაზ