წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) ,,დახურვა,, ნიშნავს ყველა ოპერაციის დასრულებას გარკვეულ მომენტში გამოყენებული საწვავისა ან რადიოაქტიური ნარჩენების მოთავსების შემდგომ ჩამარხვისათვის საჭირო დანადგარში. იგი შეიცავს საბოლოო საინჟინრო-ტექნიკურ და სხვა სამუშაოებს, რომლებიც აუცილებელია დანადგარის იმ მდგომარეობაში მოსაყვანად, რომელიც უსაფრთხო იქნება დიდი ხნის განმავლობაში;
b) ,,ექსპლუატაციიდან მოხსნა’’ ნიშნავს ყველა ზომას, რომელსაც მივყავართ ბირთვული დანადგარის გათავისუფლებამდე, სხვაგვარის, ვიდრე ჩამარხვისათვის საჭირო დანადგარია, მარეგულირებელი კონტროლისაგან. ასეთი ზომები მოიცავს დეზაქტივაციისა და დემონტაჟის პროცესებს.
c) ,,გამოტყორცნა’’ ნიშნავს გარემოში თხევადი ან გაზისმაგვარი რადიოაქტიური მასალების დაგეგმილ და კონტროლირებად გამოსროლას კანონიერი პრაქტიკის ხარისხში მარეგულირებელი ორგანოს მიერ სანქცირებულ ფარგლებში, რომლებიც წარმოიქმნა რეგულირებად ბირთვულ დანადგარებზე ნორმალური ექსპლუატაციის მსვლელობისას;
d) ,,ჩამარხვა’’ ნიშნავს გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიურ ნარჩენთა მოთავსებას შესაბამის დანადგარში მათი ამოღების განზრახვის გარეშე;
e) ,,ლიცენზია’’ ნიშნავს ნებისმიერ ნებართვას, დაშვებას ან სასერტიფიკაციო მოწმობას, გაცემულს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც კავშირი აქვს გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობასთან;
f) ,,ბირთვული დანადგარი’’ ნიშნავს სამოქალაქო დანადგარს და მის გარემომცველ მიწას, ნაგებობებსა და აღჭურვილობას, სადაც წარმოიქმნება, მუშავდება, გამოიყენება, ექვემდებარება ფიზიკურ მანიპულირებას, ინახება ან იმარხება რადიოაქტიური მასალები ისეთ მასშტაბებში, როდესაც საჭიროა უსაფრთხოების ფაქტორის გათვალისწინება;
g) ,,ექსპლუატაციის ვადა’’ ნიშნავს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დანადგარი გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის გამოიყენება იმ მიზნებით, რისთვისაც იგი დანიშნულია. სამარხი დანადგარის შემთხვევაში ეს პერიოდი იწყება გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების პირველი განთავსების მომენტიდან დანადგარში და მთავრდება ამ დანადგარის დახურვით;
h) ,,რადიოაქტიური ნარჩენები’’ ნიშნავს რადიოაქტიურ მასალას გაზისმაგვარ, თხევად ან მყარ მდგომარეობაში, რომლის შემდგომ გამოყენებასაც ხელშემკვრელი მხარე ან ფიზიკური ანდა იურიდიული პირი, რომლის გადაწყვეტილებაც ცნო ხელშემკვრელმა მხარემ, არ ითვალისწინებს და რომელიც კონტროლდება როგორც რადიოაქტიური ნარჩენები მარეგულირებელი ორგანოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის ფარგლებში;
i) ,,რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა’’ ნიშნავს საქმიანობის ყველა სახეს, მათ შორის საქმიანობას, დაკავშირებულს ექსპლუატაციიდან მოხსნასთან, რომელიც ეხება რადიოაქტიური ნარჩენების ფიზიკურ მანიპულირებას, წინასწარ დამუშავებას, დამუშავებას, კონდიცირებას, შენახვას ან დამარხვას, გარდა გადაზიდვისა მოედნის ფარგლებს გარეთ. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყრასთანაც;
j) ,,დანადგარი რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობისათვის’’ ნიშნავს ნებისმიერ დანადგარსა და ობიექტს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა, მათ შორის ბირთვული დანადგარის ჩათვლით ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარის მიერ როგორც დანადგარი რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის;
k) ,,მარეგულირებელი ორგანო’’ ნიშნავს ნებისმიერ ორგანოს ან ორგანოებს, აღჭურვილთ ხელშემკვრელი მხარის მიერ იურიდიული უფლებამოსილებით არეგულირონ გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის ლიცენზიების გაცემაც;
l) ,,გადამუშავება“ ნიშნავს პროცესს ან ოპერაციას, რომლის მიზანია რადიოაქტიური იზოტოპების ამოღება გამოყენებული საწვავიდან შემდგომი სარგებლობისათვის;
m) ,,დახურული წყარო“ ნიშნავს რადიოაქტიურ მასალას, საბოლოოდ დაბეჭდილს კაფსულში ან მჭიდროდ შეერთებულს და მყარ მდგომარეობაში მყოფს, გარდა რეაქტორის საწვავი ელემენტებისა;
n) ,,გამოყენებული საწვავი’’ ნიშნავს ბირთვულ საწვავს, დასხივებულს რეაქტორის აქტიურ ზონაში და საბოლოოდ მოშორებულს მისგან;
o) ,,მოპყრობა გამოყენებულ საწვავთან’’ ნიშნავს საქმიანობის ყველა სახეობას, რომელიც ეხება გამოყენებული საწვავის ფიზიკურ მანიპულირებას ან შენახვას, გარდა გადაზიდვისა მოედნის ფარგლებს გარეთ. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყრასთანაც;
p) ,,დანადგარი გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის’’ ნიშნავს ნებისმიერ დანადგარს ან ობიექტს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობა;
q) ,,დანიშნულების სახელმწიფო’’ ნიშნავს სახელმწიფოს, სადაც იგეგმება ან ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გადაადგილება;
r) ,,წარმოშობის სახელმწიფო’’ ნიშნავს სახელმწიფოს, საიდანაც იგეგმება ან ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გადაადგილება;
s) ,,ტრანზიტის სახელმწიფო’’ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, სხვა ვიდრე წარმოშობის ან დანიშნულების სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიის გავლითაც იგეგმება ან ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გადაადგილება;
t) ,,შენახვა’’ ნიშნავს გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების შენახვას დანადგარში, რომელიც უზრუნველყოფს მათს იზოლაციას, მათი შემდგომი ამოღების განზრახვით;
u) ,,ტრანსსასაზღვრო გადაადგილება’’ ნიშნავს გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების ნებისმიერ გადაზიდვას წარმოშობის სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფოშ