1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წამოაყენოს შესწორება წინამდებარე კონვენციისადმი. შემოთავაზებული შესწორებები განიხილება თათბირზე განხილვის შესახებ ან რიგგარეშე თათბირზე.
2. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მისი წარდგენის დასაბუთება გადაეცემა დეპოზიტარს, რომელიც სულ ცოტა ოთხმოცდაათი დღით ადრე თათბირის დაწყებამდე, სადაც წინადადება განსახილველად წარედგინება, დაუგზავნის მას ხელშემკვრელ მხარეებს. ნებისმიერ შენიშვნს, მიღებულს ასეთ წინადადებაზე, დეპოზიტარი ავრცელებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის.
3. შემოთავაზებული შესწორების განხილვის შემდგომ იღებენ გადაწყვეტილებას მისი მიღების შესახებ კონსენსუსის საფუძველზე, ანდა, ასეთ კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, – მისი წარდგენის შესახებ დიპლომატიურ კონფერენციაზე. გადაწყვეტილების მისაღებად შემოთავაზებული შესწორების წარდგენის შესახებ დიპლომატიურ კონფერენციაზე საჭიროა ხმათა უმრავლესობა თათბირზე დამსწრეთა კენჭისყრაში მონაწილე ხელშემკვრელ მხარეთა ორი მესამედის ოდენობით იმ პირობით, რომ კენჭისყრას ესწრება ხელშემკვრელ მხარეთა არანაკლებ ნახევრისა.
4. დიპლომატიურ კონფერენციას წინამდებარე კონვენციისადმი შესწორებათა განსახილველად და მისაღებად მოიწვევს დეპოზიტარი და ატარებს მას არაუგვიანეს ერთი წლისა შესაბამისი გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიიღება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით. დიპლომატიური კონფერენცია მიმართავს მთელ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რათა შესწორებები მიიღებოდეს კონსენსუსის საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, შესწორებები მიიღება ყველა ხელშემკვრელი მხარის ხმათა ორის მესამედის ოდენობით.
5. შესწორებები წინამდებარე კონვენციისადმი, მიღებული ზემოხსენებული მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას, მოწონებას ან დადასტურებას ხელშემკვრელ მხარეთა მიერ და ძალაში შედის იმ ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიკაცია, მიღება, მოწონება ან დადასტურება ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან ხელშემკვრელ მხარეთა არანაკლებ ორი მესამედისგან. ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს ხსენებული შესწორებების რატიფიცირებას, მოწონებას, მიღებას ან დადასტურებას, ეს შესწორებები ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც ეს ხელშემკვრელი მხარე შესანახად ჩააბარებს თავის შესაბამის დოკუმენტ