1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს ამ კონვენციის შესწორებები.
2. ამ კონვენციის შესწორებები მიიღება მხარეთა კონფერენციის თათბირზე. სამდივნო ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორების ტექსტს მხარეებს უგზავნის იმ თათბირის ჩატარებამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა, რომელზედაც იგეგმება მისი მიღება. სამდივნო წარმოდგენილი შესწორებების ტექსტს აგრეთვე უგზვნის ამ კონვენციის ხელმომწერ მხარეებსა და დეპოზიტარს, მისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
3. მხარეები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ამ კონვენციის ნებისმიერ წარმოდგენილ შესწორებაზე შეთანხმება მიღწეულ იქნეს კონსენსუსით. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოწურულია, ხოლო შეთანხმება არ არის მიღწეული, შესწორება მიიღება კენჭისყრით, როგორც საბოლოო ღონისძიებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების უმრავლესობით – სამი მეოთხედით.
4. დეპოზიტარი ყველა მხარეს უგზავნის შესწორებას რატიფიკაციისათვის, მიღებისათვის ან მოწონებისათვის.
5. დეპოზიტარს წერილობით ეცნობება შესწორების რატიფიცირების, მიღების ან მოწონების შესახებ. მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის იმ მხარეებისათვის, რომლებმაც მიიღეს იგი მხარეების სულ მცირე სამი მეოთხედის მიერ დეპოზიტარისათვის ამ შესწორების რატიფიცირების, მიღების ან მოწონების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს. ამის შემდეგ, ნებისმიერი მხარისათვის შესწორება ძალაში შედის მოცემული მხარის მიერ ამ შესწორების რატიფიცირების, მიღების ან მოწონების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 21. კონვენციის შესწორება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
- მუხლი 16. ეფექტიანობის შეფასება
- მუხლი 18. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 19. მხარეთა კონფერენცია
- მუხლი 20. სამდივნო
- მუხლი 22. დანართების მიღება და მათში შესწორებების შეტანა
- მუხლი 23. ხმის უფლება
- მუხლი 25. რატიფიცირება, მიღება, მოწონება ან შეერთება
- მუხლი 26. ძალაში შესვლა
- მუხლი 28. გამოსვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 21, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-21/