1. მხარეები ისწრაფიან, მათ შორის წარმოქმნილი დავა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების შესახებ გადაწყვიტონ მოლაპარაკებით ან ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი გზით, რომელსაც ისინი არჩევენ.
2. ნებისმიერ მხარეს, რომელიც არ არის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, ამ კონვენციის რატიფიკაციისას, მიღებისას, მოწონებისას ან მასთან შეერთებისას ან ამის შემდეგ ნებისმიერ დროს შეუძლია დეპოზიტარს წარუდგინოს წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების შესახებ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას იგი აღიარებს ერთ ან ორივე ქვემოთ მოყვანილ საშუალებას, როგორც სავალდებულოს იმ ნებისმიერი მხარისათვის, რომელიც თავის თავზე იღებს მსგავს ვალდებულებებს:
ა) არბიტრაჟს იმ პროცედურათა შესაბამისად, რომლებიც შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მიღებული უნდა იქნეს მხარეთა კონფერენციის მიერ და შეტანილი დანართში;
ბ) დავის საერთაშორისო სასამართლოში გადაცემას.
3. მხარეს, რომელიც არის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, შეუძლია არბიტრაჟთან დაკავშირებით გააკეთოს მსგავსი განცხადება მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად.
4. მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება ძალაშია მისი მოქმედების ვადის გასვლამდე მისი პირობების შესაბამისად ან დეპოზიტარისათვის მისი ანულირების შესახებ წერილობითი შეტყობინების შესანახად გადაცემიდან სამი თვის განმავლობაში.
5. განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვა, შეტყობინება ანულირების შესახებ ან ახალი განცხადება არანაირ გავლენას არ ახდენს წარმოებაზე საარბიტრაჟო განხილვისას ან საერთაშორისო სასამართლოში, თუ მოდავე მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
6. თუ მოდავე მხარეებმა არ მიიღეს მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთი და იგივე ან ნებისმიერი პროცედურა ან თუ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის მათ შორის დავის არსებობის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ მხარეებმა ვერ შეძლეს მისი გადაწყვეტა, ეს დავა ნებისმიერი მისი მხარის თხოვნით განსახილველად გადაეცემა შემთანხმებელ კომისიას. შემთანბმებელი კომისია ამზადებს მობსენებას რეკომენდაციებით. შემთანხმებელ კომისიასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურები შეიტანება დანართში, რომელსაც მხარეთა კონფერენცია დაამტკიცებს არა უგვიანეს თავის მეორე თათბირზე
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 18. დავის გადაწყვეტა
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
- მუხლი 16. ეფექტიანობის შეფასება
- მუხლი 19. მხარეთა კონფერენცია
- მუხლი 20. სამდივნო
- მუხლი 21. კონვენციის შესწორება
- მუხლი 22. დანართების მიღება და მათში შესწორებების შეტანა
- მუხლი 23. ხმის უფლება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 18, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-18/