1. მხარეები აღიარებენ, რომ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მათივე თხოვნით, დროული და სათანადო ტექნიკური დახმარების აღმოჩენა ამ კონვენციის წარმატებული განხორციელების უმნიშვნელოვანესი პირობაა.
2. მხარეები თანამშრომლობენ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, დროული და სათანადო დახმარების აღმოჩენის მიზნით, რათა მათი განსაკუთრებული მოთხოვნილების გათვალისწინებით ხელი შეუწყონ მათი შესაძლებლობების შემუშავებასა და გაძლიერებას თავისი ვალდებულებების შესრულების სფეროში, ამ კონვენციის ფარგლებში.
3. ამ თვალსაზრისით, მხარეების მიერ, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები, და სხვა მხარეების მიერ აღმოჩენილი ტექნიკური დახმარება, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმების შესაბამისად და მის საფუძველზე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პოტენციალის შექმნისათვის ამ კონვენციის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ დამატებით მითითებებს წარმოადგენს მხარეთა კონფერენცია.
4. მხარეები სათანადო წესით ქმნიან მექანიზმებს ტექნიკური დახმარების აღმოჩენისა და ტექნოლოგიების გადაცემის გაფართოების მიზნით იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ამ კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს მექანიზმები მოიცავს შესაძლებლობების გაზრდას და ტექნოლოგიების გადაცემის რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ცენტრებს იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, თავისი ვალდებულებების შესრულებაში ხელშეწყობას, ამ კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებში. ამ მხრივ დამატებით მითითებებს წარმოადგენს მხარეთა კონფერენცია.
5. ამ მუხლის კონტექსტში მხარეები ტექნიკური დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებულ თავის საქმიანობაში სრულად ითვალისწინებენ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების კონკრეტულ მოთხოვნილებებსა და განსაკუთრებულ პირობებს
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. მარაგთან და ნარჩენებთან დაკავშირებული გაფრქვევების შემცირების ან ლიკვიდაციის ზომები
- მუხლი 7. შესრულების გეგმები
- მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
- მუხლი 16. ეფექტიანობის შეფასება
- მუხლი 18. დავის გადაწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 12, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-12/