1. თითოეული მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება და ხელს უწყობს:
ა) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ საკითხებში თავისი სადირექტივო და ხელმძღვანელი ორგანოების ცოდნის ამაღლებას;
ბ) საზოგადოებრიობისათვის მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ არსებული ინფორმაციის სრულად მიწოდებას მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით;
გ) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების, ადამიანის ჯამრთელობისა და გარემოსათვის მათი შედეგების და მათი ალტერნატივების შესახებ სასწავლო და საზოგადოებრივ-საგამანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, განსაკუთრებით ქალებისათვის, ბავშვებისა და ნაკლებად განათლებული პირებისათვის;
დ) საზოგადოებრიობის მონაწილეობას მდგრად ორგანულ დამბინძურებლებთან და ადამიანის ჯამრთელობისა და გარემოსათვის მათ შედეგებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, აგრეთვე რეაგირების შესაბამისი ზომების შემუშავების საქმეში, მათ შორის, შესაძლებლობათა შექმნა, რომლებიც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს კონვენციის განხორციელებაში წვლილის შეტანას;
ე) მუშათა, სამეცნიერო, მასწავლებელთა, ტექნიკური და მმართველობითი კადრების მომზადებას;
ვ) საზოგადოებრიობის განათლებისა და მისთვის ინფორმაციის მიწოდებისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მასალების მომზადებასა და გაცვლას;
ზ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე საგამანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
2. თითოეული მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომი იყოს პირველ პუნქტში აღნიშნული საჯარო ინფორმაცია და რეგულარულად ხდებოდეს ამ ინფორმაციის განახლება.
3. თითოეული მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოუწოდებს, რომ სამრეწველო და პროფესიონალი მომხმარებლები დაეხმარონ და ხელი შეუწყონ პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას ეროვნულ და, იქ, სადაც ეს აუცილებელია, სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე.
4. მდგრად ორგანულ დამბინძურებლებისა და მათი ალტერნატივების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფისას მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ უსაფრთხოების მონაცემთა ფორმები, მობსენებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესაძლებლობები და კავშირგამბულობის სხვა საშუალებები და ეროვნულ და რეგიონალურ დონეებზე შექმნან საინფორმაციო ცენტრები.
5. თითოეული მხარე დადებითად აფასებს და განიხილავს ისეთი მექანიზმების შექმნის საკითხს, როგორებიცაა გაფრქვევების და დამბინძურებლების გადატანის რეგისტრები A, B ან C დანართში ჩამოთვლილი, გაფრქვეული ან მოცილებული ქიმიური ნივთიერებების ყოველწლიური მოცულობების საანგარიშო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელებისათვის
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. კონკრეტული გამონაკლისების რეესტრი
- მუხლი 5. წინასწარგანზრახული წარმოების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 6. მარაგთან და ნარჩენებთან დაკავშირებული გაფრქვევების შემცირების ან ლიკვიდაციის ზომები
- მუხლი 7. შესრულების გეგმები
- მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 10, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-10/