1. თითოეული მხარე ამარტივებს ან ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას, რომელიც შეეხება:
ა) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების წარმოების, გამოყენების და გაფრქვევის შემცირებას ან ლიკვიდაციას;
ბ) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ალტერნატივებს, მასთან დაკავშირებული რისკისა და ეკონომიკური და სოციალური დანახარჯების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
2. მხარეები პირველ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას ერთმანეთში ცვლიან უშუალოდ ან სამდივნოს საშუალებით.
3. თითოეული მხარე ამ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ნიშნავს ეროვნულ საკოორდინაციო ცენტრს.
4. სამდივნო მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, მხარეების, სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, მიმართ ასრულებს შუამავლის როლს.
5. ამ კონვენციის მიზნებისათვის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ არ განიხილება, როგორც კონფიდენციალური. მხარეები, რომლებიც ამ კონვენციის შესაბამისად ახორციელებენ სხვა ინფორმაციის გაცვლას, ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფენ ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე