1. მხარეები თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უწყობენ ან/და ახორციელებენ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შესაბამის სამეცნიერო კვლევებს, განვითარებას, მონიტორინგს და თანამშრომლობენ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების, და საჭიროების შემთხვევაში, მათი ალტერნატივების და პოტენციურად მდგრადი ორგანული დამბინძურებლების სფეროში, კერძოდ, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა:
ა) წყაროები და გაფრქვევა გარემოში;
ბ) არსებობა, დონეები ადამიანთა ორგანიზმში და გარემოში და შესაბამისი ტენდეციები;
გ) გარემოში გადატანა, „ხედი” და გარდაქმნა;
დ) ზემოქმედება ადამიანის ჯამრთელობასა და გარემოზე;
ე) სოციალურ-ეკონომიური და კულტურული შედეგები;
ვ) გაფრქვევების შემცირება ან/და ლიკვიდაცია;
ზ) წარმოქმნის წყაროების აღრიცხვის მეთოდოლოგიის უნიფიცირება და გაფრქვევის გაზომვის ანალიტიკური მეთოდები.
2. მხარეები პირველი პუნქტის შესასრულებლად ზომების მიღებისას თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში:
ა) მიზანშეწონილობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ იმ საერთაშორისო პროგრამების, ქსელებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომელთა ამოცანაა სამეცნიერო კვლევების, მონაცემთა შეგროვებისა და მონიტორინგის განსაზღვრა, ჩატარება, შეფასება და დაფინანსება ძალისხმევის დუბლირების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობის გათვალისწინებით;
ბ) მხარს უჭერენ ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას, მიმართულს სამეცნიერო-ტექნიკური კვლევის ჩატარებისათვის ეროვნული შესაძლებლობების გაზრდისკენ, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, აგრეთვე მონაცემთა და ანალიზების შედეგებთან დაშვების ხელშეწყობისა და მათი გაცვლისაკენ;
გ) ითვალისწინებენ განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს, კერძოდ, ფინანსურ და ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშირებით და თანამშრომლობენ მათი შესაძლებლობების გაზრდის საქმეში, რათა მონაწილეობა მიიღონ „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნული ძალისხმევის რეალიზაციაში;
დ) ატარებენ სამეცნიერო კვლევებს, მიმართულს რეპროდუქციულ ფუნქციაზე მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ზეგავლენის შერბილებისაკენ;
ე) ფართო საზოგადოებრიობას რეგულარულად და დროულად აძლევენ საშუალებას გაეცნონ ამ პუნქტში აღნიშნული კვლევების, განვითარებისა და მონიტორინგის სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს;
ვ) ხელს უწყობენ ან/და თანამშრომლობენ სამეცნიერო კვლევების, განვითარებისა და მონიტორინგის შედეგად მიღებული საინფორმაციო მონაცემების შენახვისა და შენარჩუნების სფეროში