1. თითოეული მხარე მხარეთა კონფერენციას აწვდის ინფორმაციას ამ კონვენციის დებულებათა განხორციელებისათვის მიღებული ზომების შესახებ და ამგვარი ზომების ეფექტიანობის თაობაზე ამ კონვენციის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
2. თითოეული მხარე სამდივნოს წარუდგენს:
ა) სტატისტიკურ მონაცემებს მის მიერ A და B დანართებში ჩამოთვლილი თითოეული ქიმიური ნივთიერების წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობების შესახებ ან ამგვარი მონაცემების რეალურ შეფასებას;
ბ) რამდენადაც ეს პრაქტიკულადაა შესაძლებელი, იმ სახელმწიფოების ნუსხას, რომლებიდანაც განახორციელა თითოეული ამ ნივთიერების იმპორტი, და იმ სახელმწიფოების სიას, რომლებშიც განახორციელა თითოეული ამ ნივთიერების ექსპორტი.
3. ამგვარი ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება იმ პერიოდულობითა და იმ ფორმით, რომლებსაც თავის პირველ თათბირზე განსაზღვრავს მხარეთა კონფერენცია