1. თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ფინანსურად დაეხმაროს და ხელი შეუწყოს იმ ეროვნული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კონვენციის მიზნების მისაღწევად, თავისი ეროვნული გეგმების, პრიორიტეტებისა და პროგრამების შესაბამისად.
2. მხარეები, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები, მხარეებს, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და მხარეებს, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, აწვდიან ახალ და დამატებით ფინანსურ რესურსებს, აუცილებელი შესაძლებლობების მიცემის მიზნით, რათა მოხდეს ყველა შეთანხმებული დამატებითი ხარჯების დაფარვა, რომლებიც უკავშირდება ამ კონვენციის ფარგლებში მათი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებულ ღონისძიებებს, რეციპიენტ მხარესა და მე-6 პუნქტში აღნიშნულ მექანიზმში მონაწილე სტრუქტურას შორის შეთანხმების შესაბამისად. დანარჩენ მხარეებს შეუძლიათ ამგვარი ფინანსური რესურსები მიაწოდონ ნებაყოფლობით, თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, საჭიროა შენატანების წახალისება სხვა წყაროებიდან. მოცემული ვალდებულებების შესრულებისას გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების ნაკადის ადეკვატურობის, განჭვრეტისა და დროულად მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობა და შესატანების შემტანი მხარეების მიერ ფინანსური ტვირთის ერთობლივად ტარების მნიშვნელობა.
3. მხარეებს, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები, და სხვა მხარეებს, გამომდინარე მათი შესაძლებლობებიდან და ეროვნული გეგმებიდან, პრიორიტეტებიდან და პროგრამებიდან, აგრეთვე შეუძლიათ ფინანსური რესურსების მიწოდება, ხოლო მხარეებს, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და მხარეებს, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, შეუძლიათ ამ რესურსების მიღება, რომლებიც განკუთვნილია, მათთვის ამ კონვენციის შესრულებაში ხელის შეწყობისათვის, სხვა ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი წყაროების ან არხების საშუალებით.
4. ის, თუ რამდენად ეფექტიანად შეასრულებენ მხარეები, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, თავიანთ ვალდებულებებს ამ კონვენციის ფარგლებში დამოკიდებულია მხარეების მიერ, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები, ამ კონვენციით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულების ეფექტურობაზე, რომლებიც შეეხება ფინანსურ რესურსებს, ტექნიკურ დახმარებასა და ტექნოლოგიების გადაცემას. სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მყარი ეკონომიკური და სოციალური განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, წარმოადგენს ძირითად და ყველაზე უფრო აქტუალურ პრიორიტეტებს, ისევე როგორც ადამიანის ჯამრთელობისა და გარემოს დაცვის აუცილებლობა.
5. დაფინანსების სფეროში ზომების მიღებისას მხარეები სრულად ითვალისწინებენ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების კონკრეტულ მოთხოვნილებებსა და მათ განსაკუთრებულ პირობებს.
6. აღნიშნულით ფუძნდება მექანიზმი, უსასყიდლო ან შეღავათიან საფუძველზე, ამ კონვენციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ქვეყნები, და მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ფინანსური რესურსების ადეკვატური და მყარი მიწოდების მიზნით. ეს მექანიზმი ამ კონვენციის მიზნებისათვის ფუნქციონირებს მხარეთა კონფერენციის მმართველობით და, შესაბამისად, ხელმძღვანელობით და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ევალება ერთ ან რამდენიმე სტრუქტურას, არსებული საერთაშორისო სტრუქტურების ჩათვლით, იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც შეიძლება მიიღოს მხარეთა კონფერენციამ. მოცემული მექანიზმი შესაძლოა მოიცავდეს სხვა სტრუქტურებსაც, რომლებიც ახორციელებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მრავალმხრივ, რეგიონალურ და ორმხრივ საფუძველზე. შენატანები ამ მექანიზმში მიიჩნევა დამატებით სახსრებად სხვა ფინანსურ საშუალებებთან მიმართებაში, რომლებსაც მე-2 პუნქტის შესაბამისად აწვდიან მხარეებს, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და მხარეებს, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.
7. ამ კონვენციის მიზნებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მხარეთა კონფერენცია თავის პირველ თათბირზე იღებს სათანადო სახელმძღვანელო მითითებებს ამ მექანიზმის შესახებ და ათანხმებს მათი შესრულების ღონისძიებებს დაფინანსების მექანიზმის საქმიანობაში მონაწილე სტრუქტურასთან ან სტრუქტურებთან. სახელმძღვანელო მითითებები შეეხება ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა:
ა) პოლიტიკის, სტრატეგიებისა და პროგრამული საქმიანობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრა, აგრეთვე ფინანსურ რესურსებთან დაშვებისა და მათ გამოყენებაზე უფლების მიცემის მკაფიო კრიტერიუმებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, მონიტორინგს და ამ რესურსების გამოყენების რეგულარულ შეფასებას;
ბ) სტრუქტურის ან სტრუქტურების მიერ მხარეთა კონფერენციისათვის კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ადეკვატური და მყარი დაფინანსების შესახებ რეგულარული მოხსენებების წარდგენა;
გ) სხვადასხვა წყაროდან დაფინანსების გამოყენებაზე დაფუძნებული მიდგომების, მექანიზმებისა და შეთანხმებების ხელშეწყობა;
დ) სქემები, რომლებიც საშუალებას იძლევა დადგინდეს პროგნოზირებადი და განსაზღვრული, საჭირო და არსებული ფინანსური საშუალებების მოცულობა ამ კონვენციის განხორციელებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მდგრადი ორგანული დამბინძურებლებზე უარის თქმამ შესაძლებელია მოითხოვოს გრძელვადიანი დაფინანსება, და ამ მოცულობების პერიოდული გადასინჯვის პირობები;
ე) დაინტერესებული მხარეებისათვის დახმარების გაწევის ფორმები მოთხოვნილებათა შეფასების საქმეში, ინფორმაციით უზრუნველყოფას არსებული წყაროებისა და დაფინანსების სისტემების შესახებ მათი ძალისხმევის კოორდინაციისათვის ხელშეწყობის მიზნით.
8. მხარეთა კონფერენცია, არა უგვიანეს თავის მეორე თათბირზე, ხოლო შემდგომ კი რეგულარულად მიმოიხილავს ამ მუხლის შესაბამისად დაწესებული მექანიზმის ეფექტიანობას, მის უნარს დააკმაყოფილოს მხარეების, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები, და მხარეების, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ცვალებადი მოთხოვნილებები, მე-7 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმები და სახელმძღვანელო მითითებები, დაფინანსების დონე, აგრეთვე იმ საორგანიზაციო სტრუქტურების საქმიანობის ეფექტიანობა, რომლებსაც ევალებათ უზრუნველყონ დაფინანსების მექანიზმის ფუნქციონირება. ასეთი მიმოხილვის შედეგების საფუძველზე, იგი, აუცილებლობის შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს მექანიზმის საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად, მხარეთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიმართული ადეკვატური და მყარი დაფინანსების ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების ჩათვლით
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. შესრულების გეგმები
- მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
- მუხლი 16. ეფექტიანობის შეფასება
- მუხლი 18. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 19. მხარეთა კონფერენცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 13, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-13/