1. თითოეული მხარე:
ა) შეიმუშავებს და ისწრაფვის განახორციელოს ამ კონვენციით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულების გეგმა;
ბ) მისთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ორი წლის განმავლობაში მხარეთა კონფერენციას უგზავნის თავის შესრულების გეგმას;
გ) თავის შესრულების გეგმას გადასინჯავს და სათანადოდ განაახლებს პერიოდულად და იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრული იქნება მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილებაში.
2. მხარეები მიზანშეწონილობის შემთხვევაში თანამშრომლობენ უშუალოდ ან გლობალური, რეგიონალური და სუბრეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით და თავიანთი შესრულების გეგმების შემუშავების, განხორციელებისა და განახლების ხელშეწყობის მიზნით კონსულტაციებს ატარებენ თავიანთ ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, ქალთა ორგანიზაციებთან და ბავშვთა ჯამრთელობის დამცველ ჯგუფებთან.
3. მხარეები ისწრაფიან, გამოიყენონ და, აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნან საშუალებები, რათა მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ეროვნული შესრულების გეგმები, სადაც ეს მიზანშეწონილია, შეიტანონ თავიანთ მდგრადი განვითარების სტრატეგიებში
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 7. შესრულების გეგმები
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. განმარტებები
- მუხლი 3. წინასწარგანზრახული წარმოებისა და გამოყენების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 4. კონკრეტული გამონაკლისების რეესტრი
- მუხლი 5. წინასწარგანზრახული წარმოების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 6. მარაგთან და ნარჩენებთან დაკავშირებული გაფრქვევების შემცირების ან ლიკვიდაციის ზომები
- მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 7, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-7/