1.  აღნიშნულით იქმნება რეესტრი იმ მხარეთა განსაზღვრის მიზნით, რომლებსაც აქვთ A და B დანართებში წამოთვლილი კონკრეტული გამონაკლისები, იგი არ განსაზღვრავს მხარეებს, რომლებიც იყენებენ A და B დანართების დებულებებს, რომელთა განხორციელება შეუძლია ყველა მხარეს. რეესტრს აწარმოებს სამდივნო და იგი ღიაა საზოგადოებისათვის.
2.  რეესტრში შეტანილია:
ა) A და B დანართებში ჩამოთვლილი კონკრეტული გამონაკლისების ნუსხა;
ბ) მხარეთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ A და B დანართში აღნიშნული კონკრეტული გამონაკლისი;
გ) რეგისტრაციაში გატარებული თითოეული კონკრეტული გამონაკლისის მოქმედების ვადების ნუსხა.
3.  ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც გახდება მხარე, შეუძლია სამდივნოსათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით რეგისტრაციაში გაატაროს A და B დანართში ჩამოთვლილი კონკრეტული გამონაკლისების ერთი ან რამდენიმე სახეობა.
4.  იმ შემთხვევაში, თუ მხარემ რეესტრში არ მიუთითა უფრო ადრეული თარიღი ან თუ მოქმედების ვადა არ იქნება გაგრძელებული მე-7 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული გამონაკლისების ნებისმიერი რეგისტრაცია უქმდება კონკრეტული ქიმიური ნივთიერების მიმართ ან კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის შემდეგ.
5.  მხარეთა კონფერენცია თავის პირველ თათბირზე იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში შეტანილი მონაცემების გადასინჯვის პროცესის შესახებ.
6.  რეესტრში შეტანილი ამა თუ იმ მონაცემების მიმოხილვამდე შესაბამისი მხარე სამდივნოს წარუდგენს მოხსენებას მოცემული გამონაკლისის რეგისტრაციის შენარჩუნების აუცილებლობის დასაბუთებით. სამდივნო ამ მოხსენებას უგზავნის ყველა მხარეს. რეგისტრაცია მიმოიხილება მთელი არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ამის შემდეგ, მხარეთა კონფერენციას შესაბამისი მხარის მიმართ შეუძლია შეიმუშაოს ისეთი რეკომენდაციები, როგორსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს.
7.  შესაბამისი მხარის თხოვნით მხარეთა კონფერენციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული გამონაკლისის მოქმედების ვადის ხუთ წლამდე გაგრძელების შესახებ. მხარეთა კონფერენცია გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ ითვალისწინებს მხარეების, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და მხარეების, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, განსაკუთრებულ ვითარებას.
8.  ნებისმიერ მხარეს სამდივნოსათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით შეუძლია ნებისმიერ დროს რეესტრიდან გამოითხოვოს საწყისი მონაცემები კონკრეტული გამონაკლისის შესახებ, ქვეყნის მიხედვით. ეს გამონაკლისი ძალაში შედის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
9.  როდესაც აღარ არის არც ერთი მხარე, რომელიც რეგისტრაციაშია გატარებული კონკრეტული გამონაკლისის მოცემული სახეობის მიმართ, ვერავითარი ახალი რეგისტრაცია მის მიმართ ვერ განხორციელდება