1. მარაგის, რომელიც შედგება A და B დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, და ნარჩენების, პროდუქტებისა და ნარჩენებად ქცეული ნაკეთობების ჩათვლით, რომლებიც შედგება A, B და C დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებისაგან, შეიცავს მას ანდა დაბინძურებულია ამ ნივთიერებებით, იმგვარი რეგულირების უზრუნველყოფისათვის, რომ დაცული იქნეს ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო, თითოეული მხარე:
ა) შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიებს, რათა გამოვლენილ იქნეს:
ა.ა) A და B დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებისაგან შემდგარი ან მათი შემცველი მარაგი;
ა.ბ) A, B ან C დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებისაგან შემდგარი, მათი შემცველი ან მათით დაბინძურებული ნარჩენები და ხმარებაში არსებული პროდუქტები და ნაკეთობები;
ბ) შესაძლებლობების ფარგლებში გამოავლენს A ან B დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებისაგან შემდგარ ან მათ შემცველ მარაგს „ა” ქვეპუნქტში მითითებული სტრატეგიების საფუძველზე;
გ) სათანადოდ უზრუნველყოფს მარაგის უსაფრთხო, ეფექტიან და ეკოლოგიურად რაციონალურ რეგულირებას. A ან B დანართში წამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების მარაგი მას შემდეგ, რაც აიკრძალება მათი გამოყენება A დანართის რომელიმე კონკრეტული გამონაკლისის ანდა B დანართის რომელიმე კონკრეტული გამონაკლისის ან მისაღები მიზნის საფუძველზე, გარდა იმ მარაგისა, რომლის ექსპორტი ნებადართულია მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება ნარჩენებად და მათი რეგულირება ხორციელდება „დ” ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად;
დ) იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების, მათ შორის, ნარჩენებად ქცეული პროდუქტებისა და ნაკეთობების:
დ.ა) ეკოლოგიურად უსაფრთხო დამუშავება, შეგროვება, ტრანსპორტირება და შენახვა;
დ.ბ) იმგვარად მოშორება, რომ განადგურდეს მათ შემადგენლობაში არსებული მდგრადი ორგანული დამბინძურებლები ან შეუქცევად გარდაიქმნას და არ გამოამჟღავნოს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების თვისებები ან მათი მოშორება სხვა, ეკოლოგიურად უსაფრთხო გზით იმ შემთხვევაში, თუ განადგურება ან შეუქცევადი გარდაქმნა ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის უკეთესი ვარიანტი ან თუ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების კონცენტრაცია დაბალია, საერთაშორისო წესების, სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, მათ შორის, იმ პრინციპების, რომლებიც შეიძლება შემუშავებულ იქნეს მე-2 პუნქტის შესაბამისად, და საშიში ნარჩენების რეგულირების განმსაზღვრელი შესაბამისი გლობალური და რეგიონალური რეჟიმის გათვალისწინებით;
დ.გ) იმგვარად მოშორებაზე ნების მიუცემლობა, რომელსაც შეიძლება მოეყვეს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების რეკუპერაცია, რეცირკულაცია, უტილიზაცია, პირდაპირი მეორეული გამოყენება ან ალტერნატიული გამოყენება;
დ.დ) საერთაშორისო საზღვრებზე გადატანისას საერთაშორისო წესების, სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება;
ე) მიმართავს ძალისხმევას, რომ შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგიები A, B ან C დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული უბნების გამოსავლენად. ამ უბნების აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ამგვარი სამუშაოები უნდა შესრულდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით;
2. მხარეთა კონფერენცია მჭიდროდ თანამშრომლობს საშიში ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათი მოცილებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის შესაბამის ორგანოებთან, კერძოდ:
ა) ადგენს განადგურებისა და შეუქცევადი გარდაქმნის დონეებს, რომლებიც აუცილებელია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ გამოვლინდეს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების თვისებები, როგორც ეს აღნიშნულია D დანართის პირველ პუნქტში;
ბ) განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რომლებსაც იგი მიიწნევს ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების მეთოდებად, რის შესახებაც ზემოთაა აღნიშნული;
გ) სათანადოდ მუშაობს A, B და C დანართებში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციების დონეების დასადგენად, რათა განსაზღვროს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების დაბალი შემცველობა პირველი პუნქტის “დ.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 6. მარაგთან და ნარჩენებთან დაკავშირებული გაფრქვევების შემცირების ან ლიკვიდაციის ზომები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. განმარტებები
- მუხლი 3. წინასწარგანზრახული წარმოებისა და გამოყენების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 4. კონკრეტული გამონაკლისების რეესტრი
- მუხლი 5. წინასწარგანზრახული წარმოების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 7. შესრულების გეგმები
- მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 6, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-6/