1. თითოეული მხარე:
ა) კრძალავს ან/და იღებს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა აღიკვეთოს:
ა.ა) მის მიერ A დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება ამ დანართის დებულებების შესაბამისად;
ა.ბ) მის მიერ A დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ექსპორტი მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად;
ბ) ზღუდავს მის მიერ B დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების წარმოებასა და გამოყენებას, ამ დანართის დებულებათა შესაბამისად;
2. თითოეული მხარე იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს:
ა) A ან B დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერების იმპორტი მხოლოდ;
ა.ა) ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების მიზნით, როგორც ეს აღნიშნულია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტში;
ა.ბ) იმგვარი გამოყენებისათვის ან იმ მიზნისათვის, რომელიც ნებადართულია ამ მხარისათვის A ან B დანართის თანახმად;
ბ) A დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერების, რომლის ნებისმიერ წარმოებაზე ან გამოყენებაზე ვრცელდება კონკრეტული გამონაკლისი, ან B დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერების, რომლის ნებისმიერი წარმოების ან გამოყენების მიმართ ძალაშია კონკრეტული გამონაკლისი ან მისაღები მიზანი, ექსპორტი წინასწარი დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად:
ბ.ა) ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების მიზნით, როგორც ეს აღნიშნულია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტში;
ბ.ბ) იმ მხარეში, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს მოცემული ქიმიური ნივთიერება A ან B დანართის შესაბამისად;
ბ.გ) სახელმწიფოში, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე და რომელმაც ექსპორტიორ მხარეს წარუდგინა წლიური სერტიფიკატი. ასეთი სერტიფიკატი განსაზღვრავს ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებას და შეიცავს განცხადებას ამგვარი ქიმიური ნივთიერების მიმართ იმის თაობაზე, რომ იმპორტიორი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს:
ა. დაიცვას ადამიანის ჯამრთელობა და გარემო გაფრქვევის მინიმუმამდე დაყვანისათვის ან თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებით;
ბ. დაიცვას მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები;
გ. სათანადო შემთხვევებში შეასრულოს B დანართის II ნაწილის მე-2 პუნქტის დებულებები;
ასეთი სერთიფიკატი აგრეთვე შეიცავს ნებისმიერ შესაბამის დამხმარე დოკუმენტაციას, მაგალითად, კანონმდებლობით აქტებს, ნორმატიულ დოკუმენტებს ანდა ადმინისტრაციულ ან სადირექტივო მითითებებს, ექსპორტიორი მხარე ამ სერტიფიკატს სამდივნოს უგზავნის მისი მიღებიდან სამოცი დღის განმავლობაში;
გ) A დანართში შეტანილი იმ ქიმიური ნივთიერების ექსპორტის განხორციელება, რომლის ნებისმიერ წარმოებასა და გამოყენებაზე არც ერთი მხარისათვის აღარ მოქმედებს კონკრეტული გამონაკლისები, გარდა მისი ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების მიზნით, როგორც ეს აღნიშნულია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტში;
დ) ამ პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი ,,სახელმწიფო, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე” კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების მიმართ მოიცავს სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელმაც არ მისცა თანხმობა, მოცემული ქიმიური ნივთიერებების მიმართ ყოფილიყო შეზღუდული ამ კონვენციის დებულებით.
3. თითოეული მხარე, რომელსაც აქვს ახალი პესტიციდების ან ახალი სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების რეგულირებისა და შეფასების ერთი ან რამდენიმე პროგრამა, იღებს რეგულირების ზომებს იმ ახალი პესტიციდების ან ახალი სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების წარმოებისა და გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც D დანართის პირველ პუნქტში აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ამჟღავნებენ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მახასიათებლებს.
4. თითოეული მხარე, რომელსაც აქვს ახალი პესტიციდების ან სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების რეგულირებისა და შეფასების ერთი ან რამდენიმე პროგრამა, ამჟამად ხმარებაში არსებული პესტიციდების ან სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების შეფასებისას იქ, სადაც აუცილებელია, ამ პროგრამის ფარგლებში, ითვალისწინებს D დანართის პირველ პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმებს.
5. თუ ამ კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება ქიმიურ ნივთიერებათა იმ მოცულობის მიმართ, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული კვლევისას და როგორც ეტალონური სტანდარტი.
6. ნებისმიერი მხარე, რომლის მიმართაც მოქმედებს კონკრეტული გამონაკლისი A დანართის შესაბამისად ანდა კონკრეტული გამონაკლისი ან მისაღები მიზანი B დანართის შესაბამისად, იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ასეთი გამონაკლისის ან მიზნის ფარგლებში ნებისმიერი წარმოება ან გამოყენება განხორციელდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ადამიანზე ზემოქმედება და გარემოში გაფრქვევა, გამოყენების სახეობების მიმართ, რომლებსაც მოიცავს გამონაკლისი ან მისაღები მიზანი და რომლებიც დაკავშირებულია ნორმალური გამოყენების პირობებში გარემოში წინასწარგანზრახულ გაფრქვევასთან, ასეთი გაფრქვევები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მინიმალური ნებისმიერი გამოსაყენებელი ნორმებისა და სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 3. წინასწარგანზრახული წარმოებისა და გამოყენების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
მთავარი მონაცემები
- ვადა სამოცი დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის
- მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები
- მუხლი 37. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა
- მუხლი 28. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვა
- მუხლი 291. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია
- მუხლი 131. შეტყობინება გაზის დაწვისა ან ატმოსფეროში გაფრქვევის შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. განმარტებები
- მუხლი 4. კონკრეტული გამონაკლისების რეესტრი
- მუხლი 5. წინასწარგანზრახული წარმოების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 6. მარაგთან და ნარჩენებთან დაკავშირებული გაფრქვევების შემცირების ან ლიკვიდაციის ზომები
- მუხლი 7. შესრულების გეგმები
- მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 3, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-3/