ამ კონვენციის მიზნებისათვის:
ა) ,,მხარე” ნიშნავს სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელმაც თანხმობა განაცხადა, თავის თავზე აიღოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები და რომლისთვისაც ეს კონვენცია ძალაშია შესული;
ბ) ,,ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია” ნიშნავს რომელიმე რეგიონის სუვენერული სახელმწიფოების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა დაავალეს ამ კონვენციით რეგულირებული საკითხების შესწავლა და რომელიც სათანადო წესით უფლებამოსილია, თავისი შიდა პროცედურების შესაბამისად ხელი მოაწეროს ამ კონვენციას, მოახდინოს მისი რატიფიკაცია, მიიღოს ან მოიწონოს იგი ან შეუერთდეს მას;
გ) ,,დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები” ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და კენჭისყრისას ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგო