1. მხარეს შეუძლია სამდივნოს წარუდგინოს წინადადება რომელიმე ქიმიური ნივთიერების A, B ან/და C დანართში შეტანის შესახებ. წინადადება უნდა შეიცავდეს D დანართში მითითებულ ინფორმაციას. წინადადების წარდგენისას მხარეს შეიძლება დახმარება გაუწიონ სხვა მხარეებმა ან/და სამდივნომ.
2. სამდივნო ამოწმებს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი წინადადება D დანართში მითითებულ ინფორმაციას. თუ სამდივნო მიიჩნევს, რომ წინადადება შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას, იგი წინადადებას უგზავნის მდგრადი ორგანული დამბინძურებლების განმხილველ კომიტეტს.
3. კომიტეტი განიხილავს წინადადებას და იყენებს D დანართში მოცემულ შერჩევის კრიტერიუმებს მოქნილი და ტრანსპარენტული მიდგომის საფუძველზე, მთელი წარმოდგენილი ინფორმაციის კომპლექსური და დაბალანსებული გათვალისწინებით.
4. თუ კომიტეტი გადაწყვეტს, რომ:
ა) იგი კმაყოფილია შერჩევის კრიტერიუმების შესრულებით, იგი სამდივნოს მეშვეობით ამ წინადადებასა და კომიტეტის შეფასებას უგზავნის ყველა მხარეს და დამკვირვებელს და სთავაზობს მათ, წარმოადგინონ E დანართში აღნიშნული ინფორმაცია;
ბ) მას არ აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმების დაცვა, იგი სამდივნოს მეშვეობით აცნობებს ყველა მხარესა და დამკვირვებელს, ამ წინადადებასა და კომიტეტის შეფასებას წარუდგენს ყველა მხარეს და წინადადება უარყოფილი იქნება.
5. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ხელახლა წარუდგინოს კომიტეტს წინადადება, რომელიც უარყოფილი იქნა მის მიერ მე-4 პუნქტის შესაბამისად. ხელმეორედ წარდგენისას წინადადებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ამ მხარის მიერ წამოწეული ნებისმიერი პრობლემური საკითხი, აგრეთვე კომიტეტის მიერ მისი დამატებითი განხილვის დასაბუთება. თუ ამ პროცედურის შესრულების შემდგომ კომიტეტი კვლავ უარყოფს წინადადებას, მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს კომიტეტის გადაწყვეტილება, ბოლო მხარეთა კონფერენცია ამ საკითხს განიხილავს თავის მომავალ სესიაზე. მხარეთა კონფერენციას შეუძლია D დანართში მოყვანილი შერჩევის კრიტერიუმებისა და კომიტეტის შეფასების და ნებისმიერი მხარის ან დამკვირვებლის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება წინადადებისათვის მსვლელობის მიცემის თაობაზე.
6. თუ კომიტეტი გადაწყვეტს, რომ დაცული იყო შერჩევის კრიტერიუმები, ან მხარეთა კონფერენცია დაადგენს, რომ წინადადებას უნდა მიეცეს მსვლელობა, კომიტეტი აგრძელებს წინადადების განხილვას ნებისმიერი მიღებული შესაბამისი დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით და დანართის შესაბამისად ამზადებს რისკის დახასიათების პროექტს. იგი სამდივნოს მეშვეობით ამ პროექტს წარუდგენს ყველა მხარეს და დამკვირვებელს, აგროვებს მათ ტექნიკურ შენიშვნებს და ამ შენიშვნების გათვალისწინებით ასრულებს რისკის დახასიათების მომზადებას.
7. თუ E დანართის შესაბამისად მომზადებული რისკის დახასიათების საფუძველზე კომიტეტი დაასკვნის, რომ:
ა) მოცემულმა ქიმიურმა ნივთიერებამ გარემოში, შორ მანძილზე გადატანისას შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯამრთელობისათვის ან/და გარემოსათვის მნიშვნელოვანი არახელსაყრელი შედეგები, რომლებიც მოითხოვს გლობალურ მოქმედებებს, წინადადებას უნდა მიეცეს მსვლელობა. სრული მეცნიერული უტყუარობის არარსებობა არ აბრკოლებს რისკის რეგულირების შეფასების მომზადებას. კომიტეტი სამდივნოს მეშვეობით ყველა მხარისა და დამკვირვებლისგან გამოითხოვს ინფორმაციას F დანართში აღნიშნული მოსაზრებების შესახებ, შემდგომ იგი ამზადებს რისკის რეგულირების შეფასებას, რომელიც შეიცავს მოცემული ქიმიური ნივთიერების რეგულირების შესაძლო ზომების ანალიზს ამ დანართის შესაბამისად;
ბ) წინადადებას არ უნდა მიეცეს მსვლელობა, იგი სამდივნოს მეშვეობით ყველა მხარესა და დამკვირვებელს წარუდგენს რისკის დახასიათებას და უარყოფს ამ წინადადებას.
8. ნებისმიერ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც უარყოფილ იქნა მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს მხარეთა კონფერენციას განიხილოს საკითხი იმის თაობაზე, რომ კომიტეტს დაევალოს იმ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წინადადების წარმომდგენი მხარისა და სხვა მხარეებისაგან. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ნებისმიერი წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი კვლავ განიხილავს წინადადებას მე-6 პუნქტის შესაბამისად და მხარეთა კონფერენციის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის მიხედვით. თუ ამ პროცედურის შესრულების შემდგომ კომიტეტი კვლავ უარყოფს წინადადებას, მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს კომიტეტის ეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარეთა კონფერენცია იხილავს ამ საკითხს თავის მომავალ სესიაზე. მხარეთა კონფერენციას შეუძლია E დანართის საფუძველზე მომზადებული რისკის დახასიათებაზე დაყრდნობით და კომიტეტის შეფასებისა და ნებისმიერი მხარის ან დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ წინადადებას უნდა მიეცეს მსვლელობა. თუ მხარეთა კონფერენცია მიიჩნევს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს წინადადების განხილვა, კომიტეტი ამზადებს რისკის რეგულირების შეფასებას.
9. მე-6 პუნქტში აღნიშნული რისკის დახასიათებისა და მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში ან მე-8 პუნქტში აღნიშნული რისკის რეგულირების შეფასების საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციას მხარეთა კონფერენციის მიერ მოცემული ქიმიური ნივთიერების A, B ან/და C დანართში შეტანის საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის თაობაზე. მხარეთა კონფერენცია, კომიტეტის რეკომენდაციის, მათ შორის, სრული მეცნიერული უტყუარობის არარსებობის, სათანადო გათვალისწინებით, სიფრთხილის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოცემული ქიმიური ნივთიერების A, B ან/და C დანართში შეტანის შესახებ და განსაზღვრავს მისი რეგულირების ზომებს
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 8. ქიმიური ნივთიერებების შეტანა A, B და C დანართებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. განმარტებები
- მუხლი 3. წინასწარგანზრახული წარმოებისა და გამოყენების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 4. კონკრეტული გამონაკლისების რეესტრი
- მუხლი 5. წინასწარგანზრახული წარმოების შედეგად განხორციელებული გაფრქვევის შემცირების ან აღმოფხვრის ზომები
- მუხლი 6. მარაგთან და ნარჩენებთან დაკავშირებული გაფრქვევების შემცირების ან ლიკვიდაციის ზომები
- მუხლი 7. შესრულების გეგმები
- მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 8, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-8/