ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ოთხი წლის შემდეგ, ხოლო შემდგომში მხარეთა კონფერენციის მიერ დადგენილი პერიოდულობით, მხარეთა კონფერენცია ანხორციელებს ამ კონვენციის ეფექტიანობის შეფასებას.
2. ამგვარი შეფასებისათვის ხელის შეწყობის მიზნით მხარეთა კონფერენცია თავის პირველ თათბირზე იწყებს ღონისძიებების მიღებას, რათა თავისი თავი უზრუნველყოს შეჯერებული მონაცემებით A, B და C დანართებში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების გარემოში არსებობასა და მათი რეგიონალურ და გლობალურ გადატანაზე კონტროლის შესახებ. ეს ზომები:
ა) მხარეების მიერ ხორციელდება რეგიონალურ საფუძველზე, თუ ეს აუცილებელია, მათი ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად რეგიონალურ საფუძველზე, არსებული პროგრამებისა და მონიტორინგის მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით და მიდგომების შეთანხმებულობის უზრუნველყოფის წახალისებით;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეივსოს რეგიონებს შორის არსებული განსხვავებისა და მორიტორინგის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებში არსებული სხვაობის გათვალისწინებით;
გ) შეიცავს მხარეთა კონფერენციისათვის მონიტორინგის ზომების შედეგების შესახებ მოხსენებების წარდგენას რეგიონალურ და გლობალურ საფუძვლებზე, პერიოდულობით, რომელსაც დაადგენს მხარეთა კონფერენცია.
3. პირველ პუნქტში აღნიშნული შეფასება ტარდება არსებული სამეცნიერო, ეკოლოგიური, ტექნიკური და ეკონომიკური ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიცავს:
ა) მოხსენებებსა და სხვა ინფორმაციას მონიტორინგის შესახებ, წარდგენილს მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად;
ბ) მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ეროვნულ მოხსენებებს;
გ) დაუცველობის შესახებ ინფორმაციას, მიღებულს მე-17 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 16. ეფექტიანობის შეფასება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება
- მუხლი 11. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი
- მუხლი 12. ტექნიკური დახმარება
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
- მუხლი 18. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 19. მხარეთა კონფერენცია
- მუხლი 20. სამდივნო
- მუხლი 21. კონვენციის შესწორება
- მუხლი 22. დანართების მიღება და მათში შესწორებების შეტანა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 16, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-16/