1. აღნიშნულით ფუძნდება სამდივნო.
2. სამდივნოს ეკისრება შემდეგი ფუნქციები:
ა) მხარეთა კონფერენციისა და მისი დამხმარე ორგანოების თათბირების ორგანიზება და აუცილებლობის შემთხვევაში მათი მომსახურება;
ბ) მხარეებისათვის, გამსაკუთრებით იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მათივე თხოვნით, ამ კონვენციის განსახორციელებლად დახმარების გაწევისათვის ხელის შეწყობა;
გ) სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სამდივნოებთან საქმიანობის აუცილებელი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) მე-15 მუხლის შესაბამისად მიღებული და სხვა არსებული ინფორმაციის საფუძველზე პერიოდული მოხსენებების მომზადება და მხარეებისათვის წარდგენა;
ე) მხარეთა კონფერენციის საერთო ხელმძღვანელობით ისეთი ადმინისტრაციული და სახელშეკრულებო შეთანხმებების დადება, რომლებიც შესაძლოა აუცილებელი გახდეს მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის;
ვ) ამ კონვენციით განსაზღვრული სამდივნოს სხვა ფუნქციებისა და ისეთი სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს მხარეთა კონფერენციამ.
3. ამ კონვენციის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, თუ მხარეთა კონფერენცია დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა სამი მეოთხედის უმრავლესობით არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამდივნოს ფუნქციების შესრულება დააკისროს რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას ან რამდენიმე სხვა ასეთ ორგანიზაციას
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ · რედაქცია 22.05.2001
მუხლი 20. სამდივნო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. ფინანსური რესურსები და დაფინანსების მექანიზმები
- მუხლი 14. დაფინანსების დროებითი ზომები
- მუხლი 15. ინფორმაციის წარდგენა
- მუხლი 16. ეფექტიანობის შეფასება
- მუხლი 18. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 19. მხარეთა კონფერენცია
- მუხლი 21. კონვენციის შესწორება
- მუხლი 22. დანართების მიღება და მათში შესწორებების შეტანა
- მუხლი 23. ხმის უფლება
- მუხლი 25. რატიფიცირება, მიღება, მოწონება ან შეერთება
- მუხლი 26. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, მუხლი 20, №-, 22.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000630 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245079/muxli-20/